"ქართულმა ოცნებამ" დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა. 30-კაციან სიაში, მოხვდნენ ყოფილი მინისტრები, მოქმედი კანონმდებლები და ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა დროს "ქართული ოცნების" შემომწირველები იყვნენ.
მაჟორიტარობის მსურველი ოპოზიციონერი კანდიდატები ამბობენ, რომ სია ბიძინა ივანიშვილმა იმის მიხედვით შეადგინა, თუ ვის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს.
ის, რომ სიაში ე.წ მდუმარე დეპუტატებიც მოხვდნენ, ოპოზიციაში არ უკვირთ. ანზორ ბოლქვაძე და გოჩა ენუქიძე მმართველი გუნდის შეუცვლელი მაჟორიტარები არიან. ოპოზიციაში მათი წარდგენილი არცერთი კანონპროექტი არ ახსოვთ, განსხვავებით მათი მხრიდან მოგებული ტენდერების რაოდენობისა.
ქართულმა ოცნებამ დღევანდელი ღონისძიებით წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.